5 ივლისს სირცხვილიას ოფისის დარბევის საქმეზე სამოქალაქო აქტივისტებს გამოკითხავენ.
5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სირცხვილიას ოფისი დაარბიეს და სასტიკად გაუსწორდნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს - მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავას - ისინი ადგილზე მუშაობდნენ.
ოფისში შეჭრილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს ოფისი, სადარბაზო და ჩალეწეს მინები.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო. ამავე დღეს კონტრაქცია დააანონსა საქართველოს საპატრიარქომ.
რუსთაველის გამზირი დილიდან ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს. მათ დაარბიეს პარლამენტის წინ აქტივისტების კარვები, თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებს.
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა 53 ჟურნალისტი. მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.
Tbilisi Pride-მა 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში" გააუქმა.